ერიკ აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ მიზნად ფეხბურთში დაბრუნება დაისახა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა მიზნად დაისახა, რომ ფეხბურთს დეკემბერში დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში 32 წლის ფეხბურთელს ღვიძლი გადაუნერგეს.

"ახლა აღდგენით პროცესს გავდივარ. შევძლებ თუ არა თამაშს დეკემბერში გამოჩნდება. ჩემი მიზანიც ესაა", - თქვა აბიდალმა.

2011/2012 წლის სეზონში აბიდალმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 20-ში მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული