"ბარსელონა" ალექსანდრ სონგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "არსენალს" ალექსანდრ სონგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობს.

ესპანური კლუბი არ ნებდება და ყველანაირად ცდილობს სონგის გადაბირებას. შეგახსენებთ, რომ ადრე "ბარსელონა" ნახევარმცველში 15 მილიონ ევროს იხდიდა.

როგორც ჩანს, "მეთოფეთა" ფეხბურთელის გადაბირება "ბლაუგრანასთვის" პრიორიტეტულია.

El Mundo Deportivo-ს ცნობით კი, "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სონგის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული