პეპე საავადმყოფოშია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი პეპე საფუძვლიანი გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

19 აგვისტოს, "ვალენსიასთან" ესპანეთის პრიმერადივიზიონის პირველი ტურის მატჩში, პეპე და იკერ კასილიასი თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს და პორტუგალიელი შესვენებაზე გამოსაცვლელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდმა "რეალის" კარში გოლი გამოიწვია - თავი ჟონასმა გამოიჩინა.

პეპე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 24 საათის განმავლობაში დარჩება.

"არაფერი მახსოვს. ბურთის დასაუფლებლად გამოვედი და... სამწუხაროა, რომ გოლი ასე გავუშვით. იმედია, პეპეს ყველაფერი რიგზე აქვს", - ასე შეაფასა ეპიზოდი კასილიასმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული