"კაპიტანი მკურნალობის კურსს გააგრძელებს და თანაგუნდელებს 28 აგვისტოს ვარჯიშზე შეუერთდება. "რეალთან" მატჩში მისი მონაწილეობა გამოჯანმრთელების ტემპზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია "ბარსელონას" საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა სახის ძვალი "ოსასუნასთან" შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტეხა.
"რეალთან" ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩი 29 აგვისტოს გაიმართება.
მომზადებულია AS-ის მიხედვით