კარლეს პუიოლმა ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველს, კარლეს პუიოლს, მიუხედავად სახის ძვლის მოტეხილობისა, შანსი აქვს, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის საპასუხო დაპირისპირებაში მადრიდის "რეალთან" ითამაშოს.

"კაპიტანი მკურნალობის კურსს გააგრძელებს და თანაგუნდელებს 28 აგვისტოს ვარჯიშზე შეუერთდება. "რეალთან" მატჩში მისი მონაწილეობა გამოჯანმრთელების ტემპზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია "ბარსელონას" საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა სახის ძვალი "ოსასუნასთან" შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტეხა.

"რეალთან" ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩი 29 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული