პორტუგალიელმა თავკაცმა ეს ნაკლიც გამოასწორა და "ელ კლასიკოს" მოგებით თასი დაიბევა და თავის დიდ კოლექციას შემატა. "ბარსელონას" ახალმა თავკაცმა ტიტო ვილანოვამ კი პირველი მარცხი განიცადა როგორც "რეალთან", ისე, საერთოდ, კარიერაში.
თითქოს ერთი კვირა სულაც არ გასულაო, გუნდებმა ისე განაგრძეს, როგორც სუპერთასის პირველი მატჩის მეორე ტაიმი დაიწყეს. ისევ ფანტასტიკური თამაში, ოღონდ ახლა "რეალის" სრული უპირატესობით (მაშინ "ბარსელონა" სჯობდა მეტოქეს).
ანგარიში მე-9 წუთზევე გაიხსნა, პეპეს შორეულ პასს მასკერანო ვერ გაუმკლავდა და გონსალო
არგენტინელი ფორვარდი ერთადერთია, რომელმაც ამ სეზონში "სამეფო კლუბის" ყოველ შეხვედრაში გაიტანა. კიდევ 9 წუთი გავიდა და კრიშტიანო რონალდომ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. მან თავზე გადაუგდო ბურთი პიკეს და ისე დაარტყა ვალდესის კარში.
რონალდომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაუტანა "ბარსას". 27-ე წუთზე ისევ პორტუგალიელის აქტიურობას მოჰყვა ადრიანოს გაძევება. ის აშკარად ბოლო კაცი იყო რონალდოს შეტევისას, როცა მეტოქე მოცელა. "ბარსა" 10 კაცით და თითქოს უიმედოდ დარჩა და… გაიტანა.
ვინ, თუ არა ლეო მესი? დიახ, "ლა პულგამ" 44-ე წუთზე საჯარიმო ოსტატურად შემოატარა ცოცხალ კედელს და სტუმრები შესვენებაზე იმედიანად გავიდნენ - 2:1.
მესიმ სეზონში მე-6 გოლი შეაგდო (4 მატჩში). ამ შემთხვევაში ანგარიში 4:4 გახდა, თუმცა "რეალი" სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით იმარჯვებდა.
მეორე ტაიმში შედგა ალექს სონგის დებიუტი "ბარსელონაში". აფრიკელმა ბუსკეტსი შეცვალა. მალე კი ხორდი ალბას გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს სერხიო რამოსი წამოეწია.
მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ უკვე იგუაინი გავიდა, მაგრამ არგენტინელმა ფორვარდმა ბურთი ძელს გაარტყა.
და აი, 83-ე წუთზე ვიხილეთ "რეალის" 42-მილიონიანი შენაძენი - ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც მესუთ იოზილი შეცვალა. მატჩის ბოლოს "რეალი" აშკარად გადარჩა. მონტოიას მესის პასის შემდეგ უკეთ მართებდა დარტყმა. კასილიასმა სუპერთასი მადრიდში დატოვა.
ესპანეთი. სუპერთასი. საპასუხო მატჩი
რეალი-ბარსელონა 2:1 (2:3) (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (79. კალეხონი), იოზილი (83. მოდრიჩი), რონალდო - იგუაინი (82. ბენზემა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი (75. სონგი), ინიესტა - პედრო (82. ტელიო), მესი, სანჩესი (31. მონტოია).
გოლები: 1:0 იგუაინი (9), 2:0 რონალდო (18), 2:1 მესი (44)
გაფრთხილება: პეპე, არბელოა, ხედირა, ჩაბი ალონსო - მასკერანო, პიკე
გაძევება: ადრიანო (27)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-11 (7-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 75 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"