კაკა: არ მინდა, კლუბისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს კლუბის გამოცვლა სურდა.

"არ მინდა, კლუბისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყო. არ წავედი, რადგან შეთავაზება არ მიმიღია.

არ ველოდები, რომ "რეალში" ძირითად შემადგენლობაში დამაყენებენ. უბრალოდ, მინდა სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლო.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებ. არადა, 30 წლის ვარ და უკვე თითქმის ყველაფერი მაქვს მოგებული. ჩემს თავს ვეკითხები: "არ ჯობია იქ გადავიდე, სადაც უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება?" ჩემი პასუხია კი და ამიტომ კლუბებთან მოსალაპარაკებლად მზად ვარ.

მოურინიოსთან პროფესიონალური ურთიერთობა მაქვს,
ერთმანეთის გვესმის. უბრალოდ, მას სხვა ფეხბურთელების უფრო სჯერა, ვიდრე ჩემი", - თქვა კაკამ.

მომზადებულია Globoesporte-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
irakli1805-gadamixadet evro 5.000 000 da ar wamomsvlelis... Clubis menejeri xart?
Rikardo Izekson Das Santos Leite
11:37 04-09-2012
0
წამო ზესტაფონშიიიიიიიიიიიიიიი
irakli1805
06:37 04-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული