მიგელ ანხელ ლოტინამ, არ გადავდგებიო

AutoSharing Option

სიმართლე გითხრათ, გვეგონა, რომ დღეს "დეპორტივოს" თავკაცის, მიგელ ანხელ ლოტინას გადაყენების შესახებ მოგითხრობდით, გალისიურმა კლუბმა ხომ "რეალთან" 1:6 წააგო და ცხრილში ბოლო ადგილზე ჩაინაცვლა. თუმცა ასე არ მოხდა, ჯერჯერობით 53 წლის ბასკი სპეციალისტი ისევ "დეპორტივოს" მესაჭეა და გადადგომას არც აპირებს: "სახლში წასვლას სულაც არ ვაპირებ, გუნდი ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციიიდან გამოსავალს ვიპოვნი", - განუცხადა "ლაროხას" შერცხვენილი გუნდის თავკაცმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული