ცვლილებები ესპანეთის ნაკრებში, ვალენსიელები მოდიან

AutoSharing Option

ესპანეთის ნაკრებმა კიდევ სამი ფეხბურთელი მოისაკლისა ტრავმების გამო. ლიტვის და შოტლანდიის ნაკრებებთან ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩებში ვერ ითამაშებენ ფერნანდო ტორესი (ლივერპული), პედრო როდრიგესი (ბარსელონა) და ხესუს ნავასი (სევილია). ვისენტე დელ ბოსკემ დასახმარებლად "ვალენსიას" მიმართა...

"ლივერპული" მოულოდნელად "ბლექპულთან" დამარცხდა და ამ შეხვედრაში ადრევე ტრავმა მიიღო ტორესმა. თამაშის შემდეგ როი ჰოჯსონმა აღნიშნა, რომ ესპანელმა საზარდული დაიზიანა. "მალიორკასთან" მატჩში პედრომ ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და სამი კვირა იმკურნალებს, დაახლოებით ანალოგიური ტრავმა აქვს ხესუს ნავასსაც.

"მარკა" ამტკიცებდა, რომ ვისენტე დელ ბოსკე მათ ნაცვლად ესპანეთის ჩემპიონატის

ლიდერი "ვალენსიას" შემტევ ტრიოს დაიხმარდა: პაბლო ერნანდესს, არიც ადურისსა და რობერტო სოლდადოს. "მარკამ" სამიდან ორი გამოიცნო - ადურისსა და პაბლოს მართლაც დაუძახეს ნაკრებში, მესამე კი "ვილიარეალის" მარცხენა ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული