კიდევ ერთი უცნაური ტრავმა ვალენსიაში

AutoSharing Option
"ვალენსიას" ფეხბურთელებს უცნაურ სიტუაციებში ახასიათებთ ტრავმების მიღება - ბევრს ახსოვს, 2002 წლის მუნდიალის წინ ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა სანტიაგო კანისარესმა როგორ მიიღო ტრავმა, რომლის გამოც მან მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა, ხოლო იკერ კასილიასმა შესანიშნავი შანსი მიიღო - კანისარესი ხერესში, ესპანეთის ნაკრების ბაზაზე, სასტუმროს აბაზანაში იმყოფებოდა, როცა ოდეკოლონის ფლაკონით ფეხი გაიჭრა.

უფრო ახალი ამბავია ის, რაც "ლოს ჩეს" არგენტინელ ლეგიონერ ევერ ბანეგას შეემთხვა - თებერვალში ბანეგამ სერიოზული ტრავმა...

ბენზინგასამართავ სადგურზე მიიღო, როცა ფეხზე საკუთარმა ავტომობილმა გადაურბინა, ფეხბურთელს ხელის მუხრუჭის მომართვა დაავიწყდა. სხვათა შორის,
ევერი ახლაც ამ ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

და აი, ახალი უცნაური ტრავმაც - ამჯერად "ვალენსიას" კიდევ ერთი არგენტინელი ნახევარმცველი დაზარალდა - პაბლო პიატი.

კლუბის ბაზაზე პიატიმ მხარი მოიტეხა... ფეხბურთისა და ფრენბურთის ნაზავის თამაშის დროს. ბადესთან გასულმა პიატიმ მაკრატელა დარტყმით სცადა ბურთის მეტოქის ნახევარზე გაგზავნა და ძალიან ცუდად დაეცა.

23 წლის ფეხბურთელი ახლა ექიმთა განკარგულებაშია, მათ უნდა თქვან, რამდენი ხნით დააკლდება მაურისიო პელეგრინოს გუნდს პიატი. "ესტუდიანტესის" აღზრდილი ფეხბურთელი სავარაუდოდ, 2 თვეს ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული