სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს თეძოს კუნთი აქვს გაჭიმული, რის გამოც ინიესტა, სავარაუდოდ, 10-15 დღეს გამოტოვებს. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
გამომდინარე აქედან, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 15 სექტემბერს "ხეტაფესთან" ვერ ითამაშებს, ხოლო 19 სექტემბერს "ბარსელონას" "სპარტაკთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორდი ალბას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.