ჩავი: ვალდებულნი ვართ მოსკოვის "სპარტაკს" მოვუგოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ "ხეტაფესთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ მისი გუნდი ვალდებულია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მოსკოვის "სპარტაკი" დაამარცხოს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვურ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თამაშობს.

"ხეტაფესთან" კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და უპირატესობას 90 წუთის განმავლობაში ვფლობდით. "ხეტაფესთან" სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია.

ახლა უკვე "სპარტაკთან" შეხვედრა გველოდება. მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. ვალდებულები ვართ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დავიწყოთ", - თქვა ჩავიმ.

ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ბარსელონასა" და მოსკოვის "სპარტაკს" შორის მატჩი ესპანეთში 19 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული