1734 ლიტრი ლუდი ესპანეთის ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებისთვის ლუდის მწარმოებელი სპონსორისგან 1734 ლიტრი ლუდი მიიღეს. ჯამში სწორედ ამდენს იწონის მსოფლიოს 23 ჩემპიონი ფეხბურთელი. თითოეულმა ფეხბურთელმა იმდენი მოცულობის ჩრუზცამპო-ს მარკის ლუდი მიიღო, რამდსაც თავად იწონის.

აწონვა დაჯილდოვების ცერემონიაზე ხდებოდა და ყველაზე მეტი ლუდი თავდამსხმელ ფერნანდო იორენტეს შეხვდა, ვისმა წონამაც 94 კილოგრამი და 600 გრამი შეადგინა. აი, გარემარბი ხესუს ნავასი კი დაიჩაგრა – ზუსტად 60 ლიტრი ერგო. იორენტემ იხუმრა კიდეც, 95 ლიტრს რა დალევს, მსუბუქ ბიჭებს ვუწილადებო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული