გლადიატორი კარლეს პუიოლი - მან უკვე ყველაფერი მოიტეხა "ბარსელონასთვის"

AutoSharing Option
კაპიტანი ისეთი უნდა, როგორიც "ბარსელონას" ჰყავს - 34 წლის კარლეს პუიოლი! 2004 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა მან სამკლავური ლუის ენრიკესგან გადაიბარა, ერთგულად ემსახურება კლუბს ყოჩის სტატუსით.

ამ ხნის განმავლობაში კარლესს რა არ გადახდა, მაგრამ "გლადიატორს" "ბარსას" საკეთილდღეოდ არაფერი ენანება, მათ შორის, არც საკუთარი ჯანმრთელობა.

პუიოლმა 500-ზე მეტი მატჩი გამართა "ბარსელონაში" და 18 დიდი ტიტული მოიგო, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ფასად დაუჯდა - მან სხეულის, პრაქტიკულად, ყველა ნაწილი დაიშავა კარიერის განმავლობაში.

კარლესს მოუტეხია: სახის ძვლები, ლავიწი, გაუწყვეტია მუხლის ჯვარედინი იოგები, დაუმსხვრევია
კოჭი, ამოუგდია მხარი, გაუტეხია ცხვირი. ახლა კი იდაყვის ჯერი დადგა...

ასეთია კაპიტანი, როცა ის თამაშობს გულით და სულით, იბრძვის ბოლო გოჯისთვისაც; მას, მხოლოდ მას შეუძლია 0:3-ზეც კი გამარჯვებაზე იფიქროს. მისი მიდგომა საქმისადმი ისეთია, რომ არავის გაუკვირდება, კვირას "კლასიკოზე" სათამაშოდ რომ გამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
viva barsaaaa გულდასაწყვეტია ამ ბოლოს ასაკთან ერთად ტრამვები გაუხშირდა. ის ნამდვილი მებრძოლი სულისკვეთების ადამიანია
shota
13:20 05-10-2012
0

სიახლეები პოპულარული