იოჰან კრუიფი: თუ "რეალმა" "კლასიკოში" წააგო, ჟოზე მოურინიოს ცუდი დღეები ელის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა.

"ასეთ მატჩებზე პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია. არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ამჟამად "რეალი" ცუდ მდგომარეობაშია.

მადრიდელები ძალიან ჩამორჩებიან "ბარსელონას" და "ელ კლასიკოში" განცდილი მარცხი მათთვის მძიმე დარტყმა იქნება. 

"რეალი" ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის, მაგრამ თუ "სამეფო კლუბმა" მაინც წააგო, მაშინ მოურინიოს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება. ეს დიდი პრობლემა იქნება",
- თქვა კრუიფმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი "კამპ ნოუზე" 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:50 სთ-ზე დაიწყება.

აქვე გეტყვით,
რომ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ექვსი ტურის შემდეგ "რეალი" 10 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და პორველადგილოსან "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული