"ასეთ მატჩებზე პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია. არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ამჟამად "რეალი" ცუდ მდგომარეობაშია.
მადრიდელები ძალიან ჩამორჩებიან "ბარსელონას" და "ელ კლასიკოში" განცდილი მარცხი მათთვის მძიმე დარტყმა იქნება.
"რეალი" ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის, მაგრამ თუ "სამეფო კლუბმა" მაინც წააგო, მაშინ მოურინიოს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება. ეს დიდი პრობლემა იქნება", - თქვა კრუიფმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი "კამპ ნოუზე" 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:50 სთ-ზე დაიწყება.
აქვე გეტყვით,
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით