ლიონელ მესის ვაჟიშვილის დაბადებას ტყუილად ულოცავენ

AutoSharing Option
საინფორმაციო საშუალებეით გავრცელდა ცნობა, რომ 5 ოქტომბერს არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის და მის მეგობარ გოგონას, ანტონელა როკუცოს ვაჟი შეეძინათ და ბიჭუნას ტიაგო დაარქვეს.

ინტერნეტში ახალშობილის ფოტოსურათიც გამოჩნდა, თუმცა თავად მესი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

Sportall.Geმესის მეგობარი გოგონა ფეხბურთელისგან რომ შვილს ელოდება, 2012 წლის ივნისში გახდა ცნობილი. ამის შესახებ თავად ანტონელამ საკუთარ ტვიტერში დაწერა.

მოგვიანებით ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ იგი და მისი შეყვარებული მალე მშობლები გახდებოდნენ.

რაც შეეხება 5 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, "ბარსელონას" ვარსკლავმა, რომელმაც მილოცვების მიღება მთელი მსოფლიოდან დაიწყო, ცნობა ვაჟიშვილის
შეძენის თაობაზე არ დაადასტურა.

"ყველას მადლობა, ვინც მოგვილოცა, მაგრამ ვაჟიშვილის დაბადების შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვა მესიმ.

აქვე გეტყვით, რომ მესის ფიქრები 7 ოქტომბერს გასამართ მატჩს დასტრიალებს, რომელშიც "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული