ინტერნეტში ახალშობილის ფოტოსურათიც გამოჩნდა, თუმცა თავად მესი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მესის მეგობარი გოგონა ფეხბურთელისგან რომ შვილს ელოდება, 2012 წლის ივნისში გახდა ცნობილი. ამის შესახებ თავად ანტონელამ საკუთარ ტვიტერში დაწერა.
მოგვიანებით ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ იგი და მისი შეყვარებული მალე მშობლები გახდებოდნენ.
რაც შეეხება 5 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, "ბარსელონას" ვარსკლავმა, რომელმაც მილოცვების მიღება მთელი მსოფლიოდან დაიწყო, ცნობა ვაჟიშვილის
"ყველას მადლობა, ვინც მოგვილოცა, მაგრამ ვაჟიშვილის დაბადების შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვა მესიმ.
აქვე გეტყვით, რომ მესის ფიქრები 7 ოქტომბერს გასამართ მატჩს დასტრიალებს, რომელშიც "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.