ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას" პიკეს და პუიოლის არყოფნა ვერაფერს დააკლებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონატის 7-ე ტურში "ბარსელონასთან" გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ორივე გუნდს გამარჯვება სურს. ჩვენ თამაშისთვის მზად ვართ. ვინ მოიგებს ამას მატჩი დაგვანახებს.

"ბარსელონა" კი ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ პიკეს და პუიოლის არყოფნა ვერაფერს დააკლებს. ჯერ არ ვიცი, იოზილს ვათამაშებ თუ მოდრიჩს. მაგრამ ერთი ვიცი, რომ თავდამსხმაში ბენზემას და იგუაინის დუეტი არ ითამაშებს. არჩევანს ან ერთზე შევაჩერებ ან მეორეზე.

ფრე კარგ შედეგად მიიჩნევა თუ არა? გააჩნია, თუ კარგად ვითამაშებთ და ბევრ საგოლე მომენტს შევქმნით, ფრე ძალიან ცუდი
შედეგი იქნება, ხოლო თუ ცუდად ვითამაშებთ, ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება.

რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით იმ შემთხვევაში, თუ წავაგებთ? მოდით ჯერ მატჩი ჩავატაროთ და თავიდანვე პესიმისტურად ნუ განვეწყობით", - განაცხადა მოურინიომ.

ასევე იხილეთ
ტიტო ვილანოვა: "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მატჩში ფავორიტი არ არსებობს
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: როცა "ბარსა" და "რეალი" თამაშობენ, მსოფლიო ჩერდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული