"მესისაც და რონალდოსაც უდიდეს მოთამაშეებად მივიჩნევ, მაგრამ მესი რონალზე ძლიერია", - თქვა გუტიმ.
კარიერადასრულებულმა ფლეიმეიქერმა ჟოზე მოურინიოსთან მსგავსება აღნიშნა. "ხასიათით ვგავართ", - თქვა მან.
7 ოქტომერს "ბარსელონა" კამპ ნოუზე "რეალს" უმასპინძლებს.
"მადრიდისთვის ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება. წაგების შემთხვევაში "რეალის" ჩამორჩება "ბარსელონასთან" 11 ქულას შეადგენს. კატალონიელები კი ვალდებულნი იქნებიან ამხელა უპირატესობა გამოიყენონ", - ამბობს გუტი.
მომზადებულია Canchallena.com-ის მიხედვით