რადამელ ფალკაო: კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისთან მეტოქეობა მახარებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაო იმედოვნებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისთან ერთად ბომბარდირთა მარათონში ადგილს შეინარჩუნებს.

"ბომბარდირთა დავა ჯერ კიდევ ძალიან მძაფრია, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ რონალდოსთან და მესისთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ვიბრძვი.

უკვე ვამაყობ იმით, რომ სეზონის დასაწყისში მათ გვერდზე ვიმყოფები. იმედი მაქვს, რომ ამ ტემპის შენარჩუნებას შევძლებ და მათთან კონკურენტობას გავაგრძელებ. ვაპირებ, რომ გასული სეზონის საგოლე მაჩვენებელი გავიმეორო", - განაცხადა კოლუმბიელმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფალკაოს, რონალდოს და მესის აქტივში 8
გატანილი გოლია.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული