შეგახსენებთ, რომ პუიოლს ექიმებმა ლისაბონის "ბენფიკასთან" მატჩის შემდეგ მარცხენა ხელის იდაყვის ღრძობა დაუდგინეს.
სამედიცინო გამოკვლევის გავლის შემდეგ ექიმებმა მას უთხრეს, რომ მოედანზე გამოსვლას რვა კვირის შემდეგ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი აპირებს, მებრძოლი სული კიდევ ერთხელ გამოავლინოს. "ბლაუგრანას" კაპიტანი ტრავმის მიღებიდან ხუთ კვირაში აპირებს ჯანმრთელობის აღდგენას.