ფეხბურთელმა მის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზეც ისაუბრა.
"კრიტიკა არ მჭირდება იმისათვის, რომ თამაში გავაუმჯობესო. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ ეს საქმე მომწონს.
მიმაჩნია, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუმსახურებელია, მაგრამ ალბათ, დროა ამას შევეჩვიო. ესპანელი ჟურნალისტები სათნოებით არ გამოირჩევიან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ჩემით დაინტერესების შესახებ არაფერი ვიცი. "რეალის" დატოვების მიზეზს ვერ ვხედავ", - განაცხადა იოზილმა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით