იკერ კასილიასი: საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა იკერ კასილიასმა ესპანური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში მრავალი საკითხი წამოჭრა, რომელიც მის კლუბს და ეროვნულ ნაკრებს ეხება.

თვითკრიტიკის შესახებ
"საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, რადგან გოლების გაშვება არ მიყვარს. ძალიან მაწუხებს, როდესაც მიხდება იმის აღიარება, რომ გოლი ჩემი შეცდომის გამო გავიდა.

ვიცი, რომ ეს თამაშის ნაწილია და რომ გოლის გაშვებას ვერსად წაუხვალ, თუმცა მოედანზე ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთებას ვცდილობ, ვიდრე შემიძლია. მაგალითად, როდესაც ბურთი ცხრიანში მიფრინავს, ყოველთვის მის მოგერიებას ვცდილობ"
.

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალის" ცუდი სტარტის შესახებ
"ძალიან წარუმატებლად დავიწყეთ. თუმცა ადრე საქმე უარესადაც წაგვსვლია, მაგრამ არავის უყვირია ამის გამო. დროზე ადრე დამწუხრება არც ახლა ღირს"
.

სერხიო რამოსსა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტის შესახებ:
"ეს ყველას დანაშაულია, რადგან ბუზი აქლემად აქციეს, ჟურნალისტები კი ამას სიხარულით ჩაეჭიდნენ".

სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ
"მინდა ნაკრებში რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო. მთავარია, რომ თანაგუნდელებს და მწვრთნელს ჩემი სჯეროდეთ".

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული