ევერ ბანეგა: ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო

AutoSharing Option
"ვალენსიას" ნახევარმცველი ევერ ბანეგა მძიმე ტრავმის შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება და უკვე საბრძოლველადაა შემართული.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბანეგამ ფეხი ორ ადგილას მოიტეხა, როდესაც ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილზე ხელის მუხრუჭის დაყენება დაავიწყდა და მანქანამ ფეხზე გადაუარა.

ახლა არგენტინელს მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება სურს.

"რამდენიმე რთული მომენტის გადალახვა მომიხდა, რომელიც იმედია, წარსულში დარჩა. გამოცხადებული ნდობისთვის "ვალენსიას" მადლიერი ვარ. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო.

ბევრს ვმუშაობ, რათა ძველი ფორმა რაც შეიძლება მალე დავიბრუნო და ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე"
, - განაცხადა ბანეგამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული