დიეგო სიმეონე: მადრიდის "რეალს" არასდროს გავწვრთნი

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ აღიარა, რომ მადრიდის "რეალს" არასდროს უხელმძღვანელებს.

"რეალს" არასდროს გავწვრთნი, რადგან ძველი ამბების მიმართ სენტიმენტალური ვარ.

ალბათ გიჟი ვარ, მაგრამ ჩემს გულში "ატლეტიკოს" დიდი სიყვარული ბუდობს.

ჩემი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მოქმედებს, ხოლო რა იქნება მომავალში, ჩემს გრძნობებზეა დამოკიდებული.

ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ მატჩიდან მატჩამდე წარმატებას მივაღწევთ.

ეს ისაა, რაც "ატლეტიკოში" ყოველთვის მსურდა"
, - განაცხადა სიმეონემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული