ფლორენტინო პერესმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.

მისი თქმით, "სამეფო კლუბი" საკუთარ პოტენციალს ვერ იყენებს და ამაში ბრალი პორტუგალიელ სპეციალისტს მიუძღვის.

"ჟოზე მიიჩნევს, რომ "რეალისთვის" "ბარსელონასთან" 8-ქულიანი სხვაობის შენარჩუნება კარგი შედეგია. ამისთვის გავდიოდით "კამპ ნოუზე"?

ვერ გამიგია, რატომ თამაშობს "რეალი" დაცვიდან, როცა ასეთი თავდამსხმელები გვყავს. მით უმეტეს მაშინ, როცა "ბარსელონა" პრაქტიკულად დაცვის გარეშე იყო დარჩენილი.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული