გუტი: რონალდო და მესი მოედანზე საერთო ენას იოლად იპოვიდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გუტი მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ერთ გუნდში რომ თამაშობდნენ, მოედანზე საერთო ენას იოლად გამონახავდნენ.

"არჩევანის გაკეთება ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის რომ მიხდებოდეს, რომელს ავირჩევდი? ნებისმიერი მათგანი გამოდგებოდა. ისინი სხვა ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგანან და მსოფლიოში საუკეთესოებად სამართლიანად მიიჩნევიან.

ჩემს გუნდში მესისაც ვისურვებდი და რონალდოსაც. ვფიქრობ, ისინი მოედანზე ერთმანეთს კარგად შეეწყობოდნენ, რადგან სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ", - განაცხადა გუტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული