ანდრეს ინიესტამ პეპეს პასუხი გასცა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი პეპე დაშვებულ ზღვარს გადავიდა, როდესაც კატალონიური კლუბის მოთამაშე ბოლო "ელ კლასიკოს" მიმდინარეობისას სიმულაციაში დაადანაშაულა.

"რა თქმა უნდა, პეპეს გამონათქვამებმა ძალიან გამაოცა. მესმის, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ყველაფერს საზღვარი აქვს.

გამაღიზიანებელია, როდესაც მეტოქე შენზე და შენს თანაგუნდელებზე ასეთ განცხადებას აკეთებს. სიმულიანტი არ ვარ. იგივე შემიძლია ვთქვა "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელებზეც. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პეპეს რაღაც პირადი მიზეზები აქვს, რათა ასე იფიქროს", - განაცხადა ინიესტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული