"განსაკუთრებული" გასახდელში: ჟოზე მოურინიოს მართვის მეთოდები

AutoSharing Option
"მარკა" ჟოზე მოურინიოს აქამდე ნაკლებად ცნობილ მეთოდებზე საუბრობს. მაშ ასე, როგორ მართავს პორტუგალიელი გუნდს, რა ხდება "რეალის" გასახდელში?

თამაშის მეორე დღეს ბაზაზე გამოცხადებულ ფეხბურთელებს "შეცდომების კედელი" ხვდებათ - ეს არის ამობეჭდილი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს ამა თუ იმ ფეხბურთელის შეცდომა.

არა მარტო იმ ეპიზოდებისა, რომელთაც "რეალის" კარში გოლი ან სახიფათო მომენტი მოჰყვა, არამედ იმისაც, რომელიც ბოსს, უბრალოდ, არ მოეწონა, თუმცა მოედანზე გართულება არ მოჰყოლია.

ვიდეოანალიზიდან "გაყინული" კადრები ნათლად მეტყველებს, ვინ შეცდა, ვინ გააკეთა არასწორი მოძრაობა, ვინ არ აიყვანა "თავისი" კაცი
და ასე შემდეგ.

ბოსი დამნაშავეს ატყობინებს ამ შეცდომის შესახებ და მოუწოდებს, რომ ხელმეორედ ანალოგიურ ეპიზოდში არ შეცდეს.

ამბობენ, "განსაკუთრებული" ერთ დეტალსაც კი არ ტოვებს შეუმჩნეველსო. მოურინიო განსაკუთრებულ ყურადღებას მეტოქის კონტრშეტევებს, კუთხურებს აქცევს.

ხანდახან სურათებზე დასამატებელიც არაფერია, ყველაფერი ნათლად ჩანს, ხან კი პორტუგალიელი დეტალურად ხსნის შეცდომის არსს.

ამასთან, ის არ არის უხეში, შეურაცხმყოფელი, თუმცა პასუხის გაცემას და თავის მართლებას, როგორც წესი, არ უშვებს.

მოურინიო ძალზე იშვიათად ფეთქდება. ბოლოს ასეთი "დეპორტივოსთან" მატჩის შესვენებაზე მოხდა, როცა მწვრთნელი თავს მესუთ იოზილს დაატყდა და დიდ პრესშიც გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული