თამაშის მეორე დღეს ბაზაზე გამოცხადებულ ფეხბურთელებს "შეცდომების კედელი" ხვდებათ - ეს არის ამობეჭდილი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს ამა თუ იმ ფეხბურთელის შეცდომა.
არა მარტო იმ ეპიზოდებისა, რომელთაც "რეალის" კარში გოლი ან სახიფათო მომენტი მოჰყვა, არამედ იმისაც, რომელიც ბოსს, უბრალოდ, არ მოეწონა, თუმცა მოედანზე გართულება არ მოჰყოლია.
ვიდეოანალიზიდან "გაყინული" კადრები ნათლად მეტყველებს, ვინ შეცდა, ვინ გააკეთა არასწორი მოძრაობა, ვინ არ აიყვანა "თავისი" კაცი
ბოსი დამნაშავეს ატყობინებს ამ შეცდომის შესახებ და მოუწოდებს, რომ ხელმეორედ ანალოგიურ ეპიზოდში არ შეცდეს.
ამბობენ, "განსაკუთრებული" ერთ დეტალსაც კი არ ტოვებს შეუმჩნეველსო. მოურინიო განსაკუთრებულ ყურადღებას მეტოქის კონტრშეტევებს, კუთხურებს აქცევს.
ხანდახან სურათებზე დასამატებელიც არაფერია, ყველაფერი ნათლად ჩანს, ხან კი პორტუგალიელი დეტალურად ხსნის შეცდომის არსს.
ამასთან, ის არ არის უხეში, შეურაცხმყოფელი, თუმცა პასუხის გაცემას და თავის მართლებას, როგორც წესი, არ უშვებს.
მოურინიო ძალზე იშვიათად ფეთქდება. ბოლოს ასეთი "დეპორტივოსთან" მატჩის შესვენებაზე მოხდა, როცა მწვრთნელი თავს მესუთ იოზილს დაატყდა და დიდ პრესშიც გაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"