დევიდ დე ხეა: იკერ კასილიასი "ოქროს ბურთს" იმსახურებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დევიდ დე ხეა მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი იკერ კასილიასი თავის ამპლუაში საუკეთესოა.

"იკერ კასილიასი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. თუ მასში ეჭვი გეპარებათ, ესე იგი, ყველა გოლკიპერს ეჭვის თვალით უყურებთ.

უბრალოდ, როცა გუნდს ცუდად მისდის საქმე, მეკარე ორმაგად უფრო ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვართ.

შეიძლება ითქვას, რომ მეკარეებს სათანადოდ ვერ აფასებენ. მეკარისთვის "ოქროს ბურთის" მოგება ძალიან რთულია, თუმცა იკერი ამას იმსახურებს.

კარგი იქნება, რომ "ოქროს ბურთი" მას ერგოს"
, - თქვა დე ხეამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული