ლიონელ მესი: "კლასიკო" სულ უფრო უკეთესი ხდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ "კლასიკო" სულ უფრო უკეთესი ხდება. 7 ოქტომბერს "ბარსელონასა" და "რეალს" შორის დაპირისპირებაში ფრე, 2:2 დაფიქსირდა. მესის დუბლს მადრიდელებმა კრიშტიანო რონალდოს ორი გოლით უპასუხეს.

"იმდენად ხშირად ვთამაშობთ, რომ ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ყოველ ჯერზე თამაშის მოგება ორივე გუნდისთვის უფრო რთული ხდება. ამიტომ მატჩებიც უმჯობესდება.

გულშემატკივრებისთვის, რომლებიც თამაშის სანახავად მოვიდნენ, ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო, რომლის მოგება ჩვენც შეგვეძლო და მეტოქესაც", - განაცხადა მესიმ.

თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ უარყო აზრი, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტნის როლი ამძიმებს.

"არგენტინის
ნაკრებში კაპიტნის სამკლავური თანაგუნდელებთან ურთიერთობაში ხელს არ მიშლის. ეს მძიმე ტვირთი არ არის. ახლა თამაშს ვუმატებთ და შესარჩევ ტურნირში ვლიდერობთ, მაგრამ კარგმა შედეგებმა არ უნდა გაგვაყოყოჩოს", - თქვა მესიმ.

12 ოქტომბერს არგენტინის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში ურუგვაის ნაკრებს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული