"მოურინიოს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ "რეალში" მისი მუშაობა მომწონს. შესაძლოა, მოურინიო ძალიან ხისტი და მკაცრი მწვრთნელია, მაგრამ თავისი გუნდი გამარჯვებისკენ მიჰყავს.
აუცილებელია, მისი მუშაობა დამსახურებისამებრ შეფასდეს, რადგანაც "რეალმა" გასულ სეზონში ისეთ მძლავრ გუნდს აჯობა, როგორიც "ბარსელონაა". ვფიქრობ, რომ "რეალს" სწორედ ასეთი სპეციალისტი სჭირდება", - თქვა კოპამ.