48 მილიონი ფუნტი სტერლინგი და რადამელ ფალკაო თქვენია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" რადამელ ფალკაოს გამოსასყიდი თანხა დაასახელა - 48 მილიონი ფუნტი სტერლინგი ან 60 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა თვით მადრიდის "რეალსაც" კი სურს, მაგრამ მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტები ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

ამასთან, "ატლეტიკო" არ მალავს, რომ ფალკაოს გაყიდვა მადრიდულ კლუბს ვალების სრულად დაფარვის საშუალებას მისცემს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული