ჟოზე მოურინიოს "რეალში" მანუელ ნოიერის ან ჯო ჰარტის ხილვა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდის მეკარის, იკერ კასილიასის თამაშით უკმაყოფილოა და ახალ გოლკიპერს ეძებს. ამის შესახებ Fichajes.net იუწყება.

კასილიასის ადგილზე პორტუგალიელს მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯის მანუელ ნოიერის ან "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერის ჯო ჰარტის ხილვა სურს.

წყაროს ცნობით, მოურინიოს ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტია.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკოს" (2:2) შემდეგ მოურინიომ კასილიასი გააკრიტიკა და პირველ გოლში დაადანაშაულა.

მომზადებულია Fichajes.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭორია იკერზე კარგი ვინ უდნა ნახოს?
ჰარტი კი კარგი მეკარეა მარა ჯერჯერობით ვერ ჯობია კასილას
England
00:59 13-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული