ხუან მატა: ორი გუნდის დომინირება ესპანეთის ჩემპიონატს ვნებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ხუან მატა მიიჩნევს, რომ "რეალის" და "ბარსელონას" დომინირება ლა ლიგას ზიანს აყენებს.

"ის ფაქტი მაღელვებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატს ბევრი მოთამაშე კონკურენციის არარსებობის გამო ტოვებს.

ჩვენ ორი გუნდი გვყავს, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან, მესამე კი ჩემპიონს 30 ქულით ჩამორჩება. თუ "რეალში" ან "ბარსაში" არ თამაშობთ, ტიტულის მოგების შანსი არ გაქვთ.

ჩემი ყოფილი კლუბი "ვალენსია" ჩემპიონობისთვის აღარ იბრძვის. ეს ესპანურ ფეხბურთს ვერ წაადგება. დანარჩენი კლუბების გულშემატკივრები თავს დამცირებულად გრძნობენ", - განაცხადა მატამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული