ხორხე ვალდანო: პეპე ზედმეტს ლაპარაკობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო "კლასიკოს" შემდეგ პეპეს გამონათქვამებით უკმაყოფილო დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა "ბარსელონას" მოთამაშეებს სიმულაციებში დასდო ბრალი. მისი თქმით, კატალონიელები პირველივე შესაძლებლობისთანავე ეცემიან.

"მისი სიტყვები კოლეგების მიმართ უპატივისმცემლობაა, რაც თავისთავად არცთუ ლამაზია. უკეთესი იქნებოდა მას კონცენტრაცია თამაშზე მოეხდინა, იმის ნაცვლად, რომ მატჩების შემდეგ პროვოკაციული ინტერვიუები მიეცა. ეს არავის რგებს", - განაცხადა ვალდანომ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული