ჩავი: არ ვფიქრობ, რომ ჟოზე მოურინიოს "რეალის" თამაში ისტორიაში შევა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო კატალონიურ კლუბს ვერ მოერგებოდა. მან "ბარსელონას" ახლანდელი და ყოფილი თავკაცებიც - ტიტო ვილანოვა და ხოსეპ გვარდიოლა შეადარა ერთმანეთს.

"მოურინიო" "ბარსელონას" ვერ მოერგებოდა. ფეხბურთი, რომელსაც ის ქადაგებს, ის არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება.

"რეალის" ფეხბურთი ლოდინსა და კონტრშეტევის მცდელობებზეა აგებული. ვფიქრობ, ის ისტორიაში ვერ შევა.

ტიტო და პეპი რამდენიმე ტაქტიკური ნიუანსის გამოკლებით პრაქტიკულად ერთნაირად მუშაობენ. გვარდიოლა მოთამაშეებთან უფრო ახლოს იყო. ტიტო კი დისტანციას ინარჩუნებს. იდეებს ორივე თავისებურად გადმოსცემს.

ტიტოს დამსახურებას არ ვამცირებ, მაგრამ პეპი
გვაკლია. ის ჩემთვის მოთამაშის და მწვრთნელის სახე იყო. მან როგორც ფეხბურთელი განმავითარა, გასახდელში ლიდერი იყო და ამის ჩემთვის სწავლებაც შეძლო", - განაცხადა ჩავიმ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული