მადრიდის "რეალის" მოსკოვური დანაკარგი

AutoSharing Option
მოსკოვში სტუმრობა პორტუგალიის ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა, ორმაგად წარუმატებელი კი ეს მადრიდის "რეალის" მცველ ფაბიო კოენტრაოსთვის გამოდგა - 24 წლის ფეხბურთელმა საზარდულის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობი დროით გამოაკლდა ფეხბურთს.

კოენტრაო რუსებთან 0:1 წაგებული მატჩის მე-20 წუთზე დაშავდა და ის მიგელ ლოპეშმა შეცვალა.

ნაკრებში, რომელსაც სამშაბათს ჩრდილოეთ ირლანდიასთან აქვს სათამაშო, კოენტრაო "ბეტისის" ნელსონმა შეცვალა.

ეს სეზონი ცუდად წარიმართა კოენტრაოსთვის. ჯერ მას ცუდი თამაშისთვის აკრიტიკებდნენ "რეალში", შემდეგ უდისციპლინობისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ახლა კი ეს ტრავმა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული