კოენტრაო რუსებთან 0:1 წაგებული მატჩის მე-20 წუთზე დაშავდა და ის მიგელ ლოპეშმა შეცვალა.
ნაკრებში, რომელსაც სამშაბათს ჩრდილოეთ ირლანდიასთან აქვს სათამაშო, კოენტრაო "ბეტისის" ნელსონმა შეცვალა.
ეს სეზონი ცუდად წარიმართა კოენტრაოსთვის. ჯერ მას ცუდი თამაშისთვის აკრიტიკებდნენ "რეალში", შემდეგ უდისციპლინობისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ახლა კი ეს ტრავმა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"