ფერნანდო ლორენტემ ბილბაოს "ატლეტიკთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე, სავარაუდოდ, ბასკური კლუბის შემადგენლობას დატოვებს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბასკებთან მოქმედი ხელშეკრულება ფეხბურთელს მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ასე რომ, უკვე ზამთარში "ატლეტიკი" იძულებული იქნება, თავისი ლიდერი გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ ლორენტეს შეძენის პრეტენდენტები "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული