მატჩის ორივე გმირმა მაისურები ერთი და იგივე პიროვნებას აჩუქა, მაგრამ ვინ იყო ის? აღმოჩნდა, რომ მესისთვის და რონალდოსთვის მაისურები "ბარსელონას" ყოფილ ვარსკვლავ რივალდოს უთხოვია, საქველმოქმედო აქციისთვის.
რივალდო პორტუგალიელზე კაკას წყალობით გავიდა, ხოლო მესის ნახვა მისთვის გაცილებით იოლი იყო. ორივე ვარსკვლავი დათანხმდა ქველმოქმედებაში მონაწილეობას და ვალიც პირნათლად მოიხადა. რამდენიმე კვირაში ორივე მაისურა აუქციონზე გამოვა, შემოსული თანხა კი ახლად შექმნილ "ინსტიტუტო რივალდო10-ს" მოხმარდება. ეს პროექტი
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ამჟამად სწორედ ანგოლაში თამაშობს. რივალდოს თავისი მაისურა კარლეს პუიოლმა მისცა, თუმცა "ბარსელონას" კაპიტანს ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"