ჟოზე მოურინიოს ლუკაშ პიშჩეკი მოუნდა!

AutoSharing Option
ესპანური "მარკას" ცნობით, მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი მარჯვენა მცველით, ლუკაშ პიშჩეკით დაინტერესდა.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, "სამეფო გუნდის" თავკაც ჟოზე მოურინიოს 27 წლის პოლონელის გადაბირება იანვარში სურს. თუ "მარკას" დავუჯერებთ, "რეალმა" "დორტმუნდს" უკვე მიმართა კონკრეტული წინადადებით და მზადაა, პიშჩეკში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"მარკას" ციტირებს იტალიელი აგენტის, ჯანლუკა დიკარლოს განცხადებას, რომლის თქმითაც, მოურინიოს პიშჩეკი ჯერ კიდევ "ინტერში" მუშაობისას მოსწონდა. მისი ინფორმაციით, ჟოზემ "რეალის" ხელმძღვანელებს ლუკაშის ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული