ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, "სამეფო გუნდის" თავკაც ჟოზე მოურინიოს 27 წლის პოლონელის გადაბირება იანვარში სურს. თუ "მარკას" დავუჯერებთ, "რეალმა" "დორტმუნდს" უკვე მიმართა კონკრეტული წინადადებით და მზადაა, პიშჩეკში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
"მარკას" ციტირებს იტალიელი აგენტის, ჯანლუკა დიკარლოს განცხადებას, რომლის თქმითაც, მოურინიოს პიშჩეკი ჯერ კიდევ "ინტერში" მუშაობისას მოსწონდა. მისი ინფორმაციით, ჟოზემ "რეალის" ხელმძღვანელებს ლუკაშის ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"