"რეალი" მზადაა, რადამელ ფალკაოში 55 მილიონი ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" არ ნებდება და "ატლეტიკოს" ფორვარდის, რადამელ ფალკაოს გადაბირების გზებს ეძებს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს ხორხე მენდესს.

სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ ზაფხულს შედგება. მადრიდელები მზად არიან, კოლუმბიელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ფალკაოს სატრანსფერო უფლებების ნახევარს ინვესტორული ფონდი Doyen Group ფლობს.

თუმცა "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები მთლიანად მას ეკუთვნის.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული