ესპანური პრესის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს ხორხე მენდესს.
სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ ზაფხულს შედგება. მადრიდელები მზად არიან, კოლუმბიელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ ფალკაოს სატრანსფერო უფლებების ნახევარს ინვესტორული ფონდი Doyen Group ფლობს.
თუმცა "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები მთლიანად მას ეკუთვნის.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით