პირველი კი, ვისთანაც "ბლაუგრანა" ახალ ხელშეკრულებას დადებს, კარლეს პუიოლი იქნება. პუიოლის კონტრაქტი კლუბთან ამ ზაფხულს მთავრდება და ესპანური გრანდის ბოსები არ აპირებენ მცველთან ურთიერთობის გაწყვეტას.
ახლო მომავალში "ბარსელონა" გუნდის კაპიტანთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დაიწყებს.
რაც შეეხება ლიონელ მესის კონტრაქტს, ესპანელები გეგმავენ, არგენტინელ გენიოსს ხელშეკრულება 2018 წლამდე შესთავაზონ.
გარდა ამისა, ესპანური პრესა ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე ახალი კონტრაქტები ჩავისა და ტელიოსთან დაიდება.
მომზადებულია AS-ის მიხედვით