ლა ლიგა. VIII ტური: ოთხიც და მესი პელეა!

AutoSharing Option
ვიდეო
ლა ლიგას აშკარად დაკლებია "დეპორტივოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირებები.

20 ოქტომბერს "რიასორზე" სუპერმატჩი ვიხილეთ, 9-გოლიანი თრილერი, რომელიც ჩემპიონატის ლიდერმა მოიგო ელიტაში ახლახან დაბრუნებულ ლაკორუნიელებთან და "რეალთან" 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

2012 წელს "ბარსელონასა" და ეროვნული ნაკრების მაისურით ერთმა კაცმა 71 გოლი გაიტანა. ეს კაცი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია.

"დეპორტივოსთან" მან ჰეთ თრიკი შეასრულა და ბარსელონაში გაიქცა, რათა თავისი ვაჟის დაბადებას დასწრებოდა. ოთხი გოლიც და პელეს რეკორდი მოხსნილი იქნება - "ო რეიმ" 1959 წელს 75 გოლი გაიტანა...

ხოაკინი: 2 წუთი ანტიგმირობიდან გმირობამდე

მანუელ პელეგრინი მთელი კვირა მოუწოდებდა თავის შეგირდებს, ოთხშაბათის ლიგის მატჩზე ("მილანთან") კი არა, მხოლოდ "ვალიადოლიდზე" ეფიქრათ - არაფერი გამოვიდა, "მალაგას" ფეხბურთელები მოშვებულნი გამოვიდნენ "ლა როსალედაზე" და მალევე დაისაჯნენ.

ომარ რამოსმა მასპინძელთა ხუთი ვიზავი (!) მოატყუა, მაგრამ დარტყმული ვილი კაბალიერომ მოიგერია. იქვე მანუჩო გაჩნდა, რომელმაც "ვალიადოლიდი" დააწინაურა.

ნელ-ნელა "მალაგა" გონს მოეგო, თუმცა მანამდე კინაღამ კიდევ გაუშვა - ნაჩო მონრეალის არყოფნაში მარცხენა მცველის პოზიციაზე მოისუსტებდა ელიზეუ და სტუმრებიც პორტუგალიელის ფლანგიდან ქმნიდნენ ძირითადად ხიფათს. ტაიმის ბოლოსკენ "მალაგაში" საუკეთესო ისკომ ელიზეუს პასით გაათანაბრა.

ძირითადი მოვლენები კი მატჩის მიწურულს განვითარდა. დემიკელისის და მანუჩოს ორთაბრძოლაში მსაჯმა ეს უკანასკნელი მეორე ყვითელი ბარათით "დააჯილდოვა", მალე კი პენალტი დანიშნა სტუმართა კარში - სერენომ სავიოლა მოცელა.

ბურთთან გამოცდილი ხოაკინ სანჩესი მივიდა და... ის ხარიხას გადააცილა. ორ წუთში ხოაკინი ანტიგმირისგან გმირი გახდა - დემიკელისის თავური მეკარემ ვერ შეიმაგრა და დამატებაზე მან იყოჩაღა - 2:1.

მოდრიჩიც, კაკაც და იოზილიც
ჟოზე მოურინიომ, უპირველესად, შემადგენლობის შერჩევით გაგვაოცა - დაცვის ცენტრში პეპეს ალბიოლი კი არა, ვარანი შეუწყვილა, ხოლო მარცხენა ფლანგზე ესიენი დააყენა.

პორტუგალიელმა ძირითადში ერთდროულად კაკაც დააყენა, მოდრიჩიც და იოზილიც. ეს ტრიო, როგორც წესი, ერთ პოზიციაზე მოიაზრება, მოურინიომ კი სამივეს მოუძებნა ადგილი.

ტესტი წარმატებული გამოდგა - "რეალმა" პირველ ტაიმში ბურთის ტოტალური კონტროლი იგდო ხელთ (76%), რაც ამ გუნდისთვის მთლად დამახასიათებელი არ არის, თანაც, ამით დაცვას არაფერი დაკლებია. ამ ტრიოს ერთად თამაში აშკარად შეუძლია!

გამოსარჩევი მაინც ხედირას პოზიციაზე მოთამაშე ხორვატი იყო. ის "რეალის" შეტევების მთავარი ორგანიზატორი გახლდათ. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, კაკას პასის მერე იგუაინმა დაარტყა მახვილი კუთხიდან, მეკარე სერხიო ალვარესი აშკარად შეცდა ამ ეპიზოდში, თუმცა გოლი ულამაზესი გამოვიდა.

პირველ ტაიმში კრიშტიანო რონალდომ ერთხელ ხარიხა შეაზანზარა, მეორეს შუაში კი პორტუგალიელმა პენალტით გაიტანა. პენალტი კი იოზილის წაქცევისთვის დაინიშნა, თუმცა საკამათო იყო.

88 წუთი სტვენა, 2 - ოვაცია

არაფერს ვამეტებთ, ზუსტად ასე იყო - სანამ მატჩის 88-ე წუთზე ტინო კოსტა არ გაათანაბრებდა, "მესტალია" თავისიანებს ობსტრუქციას უწყობდა, თუმცა "ვალენსიამ" შეძლო თითქმის წაგებული თამაშის შემოტრიალება და ოვაციაც დაიმსახურა - 3:2.

შარშან "ვალენსიაში" მოთამაშე არიც ადურისმა დააწინაურა თავისიანები, თუმცა შემდეგ ბორხა ეკიზამ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მასპინძელმა სოლდადომ გაათანაბრა. მაგრამ ადურისმა მეორეჯერაც დააწინაურა თავისიანები.

"ვალენსია" პირველად აგებდა ამ სეზონში "მესტალიაზე", მაგრამ ანდერის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა - ბასკებმა 10 კაცით ვერ შეინარჩუნეს ლიდერობა; ჯერ ტინო კოსტამ, შემდეგ კი ნელსონ ვალდესმა გამარჯვება "ვალენსიას" მოუტანეს. ამ შეხვედრაში დაბრუნდა ევერ ბანეგა; არგენტინელმა გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

ეს რა იყო!

"ბარსამ" მეტოქეს სალამი არ აცალა და უკვე მე-18 წუთზე ალბას, ტელიოს და მესის გოლებით 3:0-ს იგებდა, თუმცა შემდეგ "დეპორტივომაც" გაიბრძოლა, რიკიმ პენალტი მოიპოვა (რომელიც პორტუგალიელმა პიციმ გაიტანა), მალე ვიქტორ ვალდესი შეცდა უხეშად - 2:3. პირველ ტაიმში მეექვსე გოლი მაინც გავიდა და ის მესის ანგარიშზეა.

სხვათა შორის, პირველ ტაიმში საგოლე პასების ჰეთ თრიკი შეასრულა სესკ ფაბრეგასმა.

მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო - პიცის დიდებული საჯარიმოთი და მასკერანოს გაძევებით. მაგრამ, როცა გუნდში მესი გყავს, არაფრის უნდა გეშინოდეს - ლეომ ჰეთ თრიკი შეასრულა.

მდგომარეობა მაინც დაიძაბა ბოლოს, როცა ხორდი ალბამ საკუთარი კარი დალაშქრა, თუმცა 10-კაციანმა "ბარსამ" უპირატესობა მაინც შეინარჩუნა - 5:4.

ბარსელონელთა პირველი გამარჯვება
21 ოქტომბერს ტური "კოლისეუმზე" მხოლოდ 7 ათასი მაყურებლის თვალწინ გაგრძელდა. "ხეტაფე" ყველანაირ უპირატესობას ფლობდა "ლევანტეზე", მაგრამ მატჩის მიწურულს მიჩელის დიდებულმა გოლმა მასპინძელთა ქომაგობა დაადუმა - 0:1. "ესპანიოლი" აგებდა, თუმცა შეძლო "რაიო ვალეკანოს" დამარცხება - 3:2.

ეს ბარსელონური კლუბის პირველი გამარჯვებაა სეზონში. "სარაგოსამ" სტუმრად იმარჯვა ანდალუსიაში, "გრანადასთან". რადამელ ფალკაომ სან სებასტიანში "ატლეტიკოს" გამარჯვება 90-ე წუთზე მოუტანა, როცა ოსტატურად შემოატარა ბურთი ცოცხალ კედელს. ესპანეთში ისევ ორხელისუფლებიანობაა...

ლა ლიგა. VIII ტური
მალაგა-ვალიადოლიდი 2:1
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - რესიო (68. დუდა), ნაჩო კამაჩო - პორტილიო (59. სანტა კრუსი), ისკო, ხოაკინი - სავიოლა (86. სება ფერნანდესი).
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - ბარახა (85. ნეირა), ვ. პერესი - ებერტი, ოსკარი, ომარი (75. ბუენო) - მანუჩო.
გოლები: 0:1 მანუჩო (8), 1:1 ისკო (36), 2:1 ხოაკინი (87)
შენიშვნა: ხოაკინმა ვერ გაიტანა პენალტი (85)
გაფრთხილება: დემიკელისი - ომარი, ვალიენტე, სერენო, მანუჩო, ებერტი
გაძევება: მანუჩო (81)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-11 (6-6); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 25 000

რეალი-სელტა 2:0 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, ესიენი - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო - იოზილი (71. კალეხონი), კაკა (46. დი მარია), რონალდო - იგუაინი (84. ბენზემა).
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ბუსტოსი (52. ბერმეხო), ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი (77. დე ლუკასი), ასპასი (58. პარკი), კრონ-დელი.
გოლები: 1:0 იგუაინი (12), 2:0 რონალდო (68-პენ)
გაფრთხილება: ჩაბი ალონსო, კასილიასი, სერხიო რამოსი - კაბრალი, ლაგო
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 24-7 (3-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 75 000

ვალენსია-ბილბაო 3:2
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რუისი, მატიო (76. ბანეგა) - გაგო, ტინო კოსტა - ვიერა, ჟონასი (61. ვალდესი), ბერნატი (72. გუარდადო) - სოლდადო.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, ი. პერესი (86. სან ხოსე) - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (63. ი. გომესი) - ადურისი (71. აურტენეჩე).
გოლები: 0:1 ადურისი (18), 1:1 სოლდადო (26-პენ), 1:2 ადურისი (30), 2:2 ტინო კოსტა (88), 3:2 ვალდესი (90)
გაფრთხილება: ბარაგანი, სოლდადო, ვალდესი - ეკიზა, დე მარკოსი
გაძევება: ანდერი (67)
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 27-7 (12-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 50 000

დეპორტივო-ბარსელონა 4:5 (იხილეთ ვიდეო)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, მარჩენა, ზე კაშტრო, აიოსე - ბერგანტინიოსი, აგილარი - გამა (61. ოლივეირა), ვალერონი (60. კამუნიასი), პიცი - რიკი (81. სალომაო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, სონგი, მასკერანო, ალბა - ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (60. ჩავი) - ტელიო (55. პედრო), მესი, ვილია (53. ადრიანო).
გოლები: 0:1 ალბა (3), 0:2 ტელიო (8), 0:3 მესი (18), 1:3 პიცი (27), 2:3 ბერგანტინიოსი (37), 2:4 მესი (44), 3:4 პიცი (47), 3:5 მესი (78), 4:5 ალბა (79 ს.კ.)
გაფრთხილება: ბერგანტინიოსი, აიოსე, ვალერონი, ლაურე - მასკერანო, ინიესტა, მესი
გაძევება: მასკერანო (49)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-10 (8-6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 32 000

ხეტაფე-ლევანტე 0:1
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, აბრაამი, რაფა, მ. ტორესი - ხ. ტორესი, ლასენი - პედრო ლეონი, ლაფიტა (59. ალვარო), გავილანი (76. კოლუნგა) - ალკასერი (59. დ. კასტრო).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი, იბორა - ელ ჟარი (60. პ. რიოსი), ბარკერო (72. მიჩელი), ხუანლუ (72. რ. გარსია) - მარტინსი.
გოლი: 0:1 მიჩელი (86)
გაფრთხილება: რაფა, ლაფიტა - ხუანლუ, ხუანფრანი, ბალესტეროსი
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18-7 (6-4); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 7 000

ესპანიოლი-ვალეკანო 3:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - რ. როდრიგესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი (69. ს. გარსია) - ხ. ლოპესი (75. სტუანი), ვერდიუ, ვაკასო (69. ბაენა) - ლონგო.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, ლაბაკა, გალვესი, კასადო - ფუეგო, აბუ (58. ტრაშორასი) - პიტი (78. ადრიანი), ლეო კარილიო, ხოსე კარლოსი - დომინგესი (70. ს. როდრიგესი).
გოლები: 0:1 ლეო კარილიო (10), 1:1 ვერდიუ (36), 2:1 ვერდიუ (48), 2:2 ლეო კარილიო (62), 3:2 სტუანი (92)
გაფრთხილება: ვერდიუ, ფორლინი, კოლოტო - გალვესი, რუბენი, ს. როდრიგესი
გაძევება: ლაბაკა (68), კოლოტო (81)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 13-14 (7-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 21 000

გრანადა-სარაგოსა 1:2
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი (52. იგჰალო), ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე (61. ანგულო), ორელიანა, ხაიმე (12. ხუანმა ორტისი) - ელ-არაბი.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, პარედესი, აბრაამი - აპონიო, მოვილია - სუკულინი (61. ხოსე მარი), ვ. როდრიგესი (85. ე. ორიოლი), მონტანიესი - პოშტიგა (91. ალამო).
გოლები: 0:1 პოშტიგა (3), 1:1 ვ. როდრიგესი (27), 1:2 ელ-არაბი (77)
გაფრთხილება: ირინეი, ნიომი, ი. ლოპესი, ორტისი, ორელიანა - მოვილია, პოშტიგა, პარედესი, აპონიო
გაძევება: ირინეი (72)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-14 (3-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 14 000

ოსასუნა-ბეტისი 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ოიერი, ლოლო, არიბასი, დამია - პუნიალი, ანანი - სეხუდო (77. ნინო), არმენტეროსი (83. მასუდი), ლამა - ხ. ლორენტე (65. კიკე სოლა).
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ნელსონი, პაულაუ, პერკისი, ა. მარტინესი - კანიასი, რ. პერესი - რ. კასტრო, სევილია (66. ხ. პერეირა), ხუან კარლოსი (83. კემპბელი) - მოლინა (74. ნონო).
გაფრთხილება: სეხუდო, არმენტეროსი, დამია - პაულაუ
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 11-7 (2-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 15 000

სოსიედადი-ატლეტიკო 0:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ილარამენდი, ბერგარა - ჩაბი პრიეტო (66. გ. კასტრო), გრიზმანი (83. იფრანი), ველა - აგირეჩე (79. პარდო).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - ადრიან ლოპესი (85. დ. კოშტა), რ. გარსია (62. კ. როდრიგესი), კოკე (81. ემრე) - ფალკაო.
გოლი: 0:1 ფალკაო (90)
გაფრთხილება: ბერგარა, დე ლა ბელა, ი. მარტინესი, ესტრადა, ილარამენდი - ფილიპე, გოდინი
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 17-11; კარში დარტყმა: 13-11 (5-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 27 000

სევილია-მალიორკა - 22 ოქტომბერი, 23:30

სატურნიო ცხრილი
გუნდი
1. ბარსელონა 8 7 1 0 24-11 22
2. ატლეტიკო 8 7 1 0 19-8 22
3. მალაგა 8 5 2 1 13-5 17
4. რეალი 8 4 2 2 16-7 14
5. ბეტისი 8 4 1 3 12-13 13
6. ლევანტე 8 4 1 3 9-13 13
7. მალიორკა 7 3 2 2 8-6 11
8. სევილია 7 3 2 2 8-7 11
9. ვალენსია 8 3 2 3 11-11 11
10. ვალიადოლიდი 8 3 1 4 12-9 10
11. ხეტაფე 8 3 1 4 8-11 10
12. ვალეკანო 8 3 1 4 11-17 10
13. სელტა 8 3 0 5 9-10 9
14. სარაგოსა 8 3 0 5 7-10 9
15. სოსიედადი 8 3 0 5 8-12 9
16. გრანადა 8 2 2 4 7-12 8
17. ბილბაო 8 2 2 4 11-17 8
18. დეპორტივო 8 1 3 4 13-19 6
19. ესპანიოლი 8 1 2 5 11-15 5
20. ოსასუნა 8 1 2 5 7-11 5

ბომბარდირები
11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - არიც ადურისი (ბილბაო); 5 - ტომერ ჰემედი (მალიორკა).

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი
ესპანიოლი-მალაგა, ბეტისი-ვალენსია, სელტა-დეპორტივო, რაიო ვალეკანო-ბარსელონა.

28 ოქტომბერი
სარაგოსა-სევილია, ლევანტე-გრანადა, ბილბაო-ხეტაფე, ატლეტიკო-ოსასუნა, მალიორკა-რეალი.

29 ოქტომბერი
ვალიადოლიდი-რეალ სოსიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული