სტატისტიკის მეფე ლიონელ მესი ფეხბურთის მეფე პელეს რეკორდს უტევს

AutoSharing Option
ედისონ არანტეს დო ნასიმენტომ შორეულ 1959 წელს ოფიციალურ თამაშებში "სანტოსისა" და ბრაზილიის ნაკრების ფორმით 75 გოლი გაიტანა.

საფეხბურთო მეფედ შერაცხული პელეს ეს რეკორდი ამაყად იყო ხელშეუხებელი 52 წელიწადი, მაგრამ 53-ეზე უთუოდ დაეცემა - 25 წლის ლიონელ მესიმ "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ოფიციალურ მატჩებში 2012 წელს უკვე გაიტანა 71 ბურთი და ალბათ მხოლოდ ტრავმა თუ შეუშლის "ლა პულგას" რეკორდის დამხობაში, წლის ბოლომდე ხომ ჯერ ძალიან ბევრი მატჩი რჩება.

მესი რის მესი იქნებოდა, რომ მხოლოდ ერთ რეკორდს დამუქრებოდა. იხილეთ მისი სხვა მიღწევებიც
"დეპორტივოსთან" 5:4 მოგებული მატჩის შემდეგ:

* შაბათის ჰეთ თრიკით მან საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა - 2010 კალენდარულ წელს მესიმ ლა ლიგის მატჩებში 58 გოლი გაიტანა. ახლა უკვე ერთით მეტი აქვს.

* მესი 11 გოლით 2012/13 წლების სეზონის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. აქამდე 8-8 გოლით პირველობას რადამელ ფალკაოსთან და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად. ამ ორმა მე-8 ტურში მხოლოდ თითო გოლი გაიტანა და არგენტინელს ორ-ორით ჩამორჩა.

* ეს იყო ლეოს პირველი ჰეთ თრიკი სეზონში, თუმცა - მე-15 ლა ლიგაში. ამით მან სესარს (14 ჰეთ თრიკი) გადაუსწრო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი სიტყვით განუმეორებელია ლეო მესი ვენაცვალე მაგას უმაგრესი ადამიანი და ფეხბურთელია ვინც იტყვის რო ამას კრიშტიანო ჯობს იმას კრიშტიანო უყვარს და არა ფეხბური
dato
10:26 24-10-2012
0

სიახლეები პოპულარული